წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის ისტორია

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა ჩამოყალიბდა 2003-2004 სასწავლო წელს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბას ლოცვა-კურთხევით გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამტრედიის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმის ”XI საუკუნე“ ბაზაზე. სკოლის დამფუძნებელია საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის სახელით ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ის არის ასევე სკოლის რექტორიც.

სკოლა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ორმაგი დაქვემდებარებისაა. იგი ექვემდებარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ასევე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრს, რომლის ხელმძღვანელია რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

სკოლის დირექტორია ნატალია კოპალეიშვილი.

სკოლაში საღვთისმეტყველო სწავლებას ხელმძღვანელობს სკოლის მოძღვარი დეკანოზი ვახტანგი (მაღლაკელიძე).

სკოლა ასრულებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტს, მაგრამ სკოლაში მეცნიერებათა საფუძვლების გარდა ისწავლება საღვთისმეტყველო საგნები: ბიბლია, საღვთო სჯული, სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ქრისტიანული ხელოვნების ისტორია, გალობა, ხატწერა. სკოლაში სხვადასხვა საგნობრივ წრეებთან ერთად მუშაობს სიწმინდეების გეოგრაფიის წრე, რომლის მიზანია წმიდა ადგილების ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა და შემდგომ მოლოცვა. ასევე სკოლაში ხდება სამკურნალო მცენარეების შესწავლა, რისთვისაც შექმნილია ფიტო-ლაბორატორია.

სკოლას მრავლად ჰყავს სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში და ოლიმპიადებში გამარჯვებულები. სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს.

სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პედაგოგიური კადრებით. სკოლაში 40-მდე პედაგოგი მუშაობს. მათ შორის 4 არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სტიპენდიატი: ნინო ტონია, შორენა ანჯაფარიძე, მანანა ფოცხვერია, იზოლდა დვალი.

სკოლის მთავარი მიზანია მისცეს მოსწავლეს მეცნიერულ ცოდნასთან ერთად რელიგიური ცოდნაც, ასწავლოს მას ეკლესიური და ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება. აღზარდოს მომავალი თაობა ზნეკეთილ ადამიანებად, მართლმადიდებელ ქრისტიანებად, ჭეშმარიტ მამულიშვილებად